News

Medipol

აბლაცია

გულის რითმიის გამომწვევი კერა ან კერები ნადგურდებინ ორგანიზმში შეყვანილი სპეციალური კათეტერების საშუალებით, მოწვით ან მოყინვით გზით. ამ მეთოდს ჰქვია - აბლაციური თერაპიის მეთოდი. რითმის დარღვევების მიხედვით, გულისცემა შეიძლება იყოს ნორმაზე მეტად გახშირებული. ასეთი გულისცემის დროს, გულის ოთხივე საკნიდან გამაფრთხილებელი სიგნალები მოდის. ზოგ შემთხვევებში, ამ სიგნალები მედიკამენტების საშუალებით ვერ ლაგდება ან პაციენტისთვის მედიკამენტის მიღება რეკომენდებული არა არის. ასეთ დროს, აბლაციური მკურნალობის მეთოდი სრულიად მიზანშეწნილია. მისი საშუალებით აღმოიფხვრება საგანგაშო სიგნალების გამომცემი კერა ან კერები.

რომელი დაავადებების დროს ენიჭება უპირატესობა აბლაციის მეთოდს?

  • გულის რითმის დარღვევები (არითმიები)
  • ატრიოვენტრიკულური ნოდალურ რეგენერაციული ტაქიკარდია
  • წინაგულის ტაქიკარდია
  • წინაგულთა ფიბრილიცია
  • ვოლფ პარკინსონის თეთრი სინდრომი
  • ატრიოვენტრიკულური ბლოკები
  • გულყრა
  • პარკუჭოვანი ტაქიკარდია

რა არის აბლაციური თერაპიის უპირატესობები?

  • არითმიის გამო, გამუდმებით, გულყრების და ამასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენებით შეწუხებული პაციენტები, პროცედურის შემდეგ სრულიად ჯანმრთელნი ხდებიან.
  • მთელი სიცოცხლის მანძილზე მედიკამენტებზე დამოკიდებულ პაციენტებს, მათი მიტოვების საშუალება ეძლევათ.
  • ღია ქირურგიული ჩარევის არქონის გამო, ადგილი არა აქვს არც ქირურგიულ ნაკვეთს და არც ჭრილობას. სწორედ ამიტომ, სწრაფად ხდება პაციენტის  ცხოვრების ჩვეულ წესზე დაბრუნება.
  • პროცედურის მიმდინარეობისას, პაციენტი არ გრძნობს არავითარ ტკივილს.

როგორ ხდება აბლაცია?

არსებობს აბლაციის ორი - ცივი და ცხელი მეთოდი. ორივე  მათგანი ხორციელდება ელექტროფიზიოლოგიური კვლევის თანხლებით. უპირველესად, პაციენტის საზარდულ ნაწილში შეყავთ სპეციალური სადენები. შემდგომში, აბლაციური კათეტერი მიემართება პრობლემური კერისკენ. მას შემდეგ, რაც ელექტროფიზილოლოგიური კვლევის გზით, ზუსტად განისაზღვრება პრობლემური კერის ადგილმდებარეობა, ცხელი ან ცივი აბლციით (მოწვით ან მოყინვით) ხდება მისი მოცილება.

რა გართულებები შეიძლება ახლდეს აბლაციას?

აბლაციას შეიძლება ახლდეს ზუსტად ისეთივე გართულებები, როგორიც სხვა ნებისმიერ ქირურგიულ ჩარევას. მოწვის ან მოყინვის ოპერაცია მხოლოდ საღ ქსოვილზე კეთდება. გართულებულ შემთხვევებში, შეიძლება წარმოიშვას გულის უკმარისობა. ამავე დროს, გულის საკანზე შეიძლება წარმოიშვას ნასვრეტები და დაჟეჟილობები. თუ ასეთი რამ ხდება, დღის წესრიგში დგება გულის სასწრაფო ოპერაციის ჩატარების საკითხი.