News

Medipol

უნაკერო თიროიდექტომია

ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია ქვედა ტუჩიდან (TOETVA მეთოდი) ტრანსორალური რობოტული თიროიდექტომია და პარათიროიდექტომია(TORT&TORP)

როგორ ხდება პაციენტის შერჩევა და რა არის შერჩევის კრიტერიუმები?

პაციენტის შერჩევა ხდება შემდეგი პროცედურებისა და კრიტერიუმების მიხედვით:

  • ულტრასონოგრაფიით (ექოსკოპია) ვიზუალიზაციის დროს,

   ფარისებრი ჯირკვლის უდიდესი დიამეტრი უნდა იყოს 10 სმ-ზე ნაკლები ხოლო

   ფარისებრი ჯირკვლის მოცულობა 45 მლ-ზე ნაკლები;

  • ულტრასონოგრაფიის ტესტით, მთავარი ლიმფური კვანძის

   დიამეტრი 50 მმ-ზე ნაკლები;

  • კეთილთვისებიანი დაავადება, როგორიცაა თიროიდული კისტა ან

   კვანძოვანი ჩიყვი;

  • ფოლიკულარული ნეოპლაზია;
  • ფარისებრი ჯირკვლის მიკროპაპილარული კიბო მეტასტაზებზე

   ეჭვის გარეშე.

რა არის ამ მეთოდით ოპერაციის უპირატესობები?

  • ნამდვილი უნაკერო ქირურგია;
  • ტრანსლუმინალური ენდოსკოპური ქირურგია ბუნებრივი ხვრელების გამოყენებით;
  • ნამდვილი მცირეინვაზიური ქირურგია;
  • მოკლე ქირურგიული წვდომა;
  • ქსოვილის მინიმალური დისექცია საოპერაციო უბანთან მისაღწევად;
  • ქირურგიული ტრავმების მინიმალიზაცია;
  • ადვილად წვდომა ყელის კანქვეშა კუნთების არეალთან;
  • ანატომიური დონეებისთვის შესაფერისი მეთოდი;
  • შუა ხაზთან მიახლოება, შეიძლება გამოყენებული იქნას ფარისებრი ჯირკვლის ორივე ნაწილისა
  • და ცენტრალური ზონისთვის. აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, საჭირო გახდეს მთლიანი თიროიდექტომია ან ზოგადი დისექცია;
  • ოპერაციის  ჩატარება შესაძლებელია  როგორც რობოტული, ასევე  კონვენციური ენდოსკოპური

    მეთოდებით;

  • სხვადასხვა სამედიცინო  ცენტრებში შესაძლებელია ერთი და იმავე მეთოდის გამოყენება;
  • საიმედო პოსტოპერაციული პერიოდი.

რა ტიპის პაცინტებისათვის არის მიზანშეწონილი ამ მეთოდით ოპერაციის ჩატარება?

  • მეთოდი მიზანშეწონილი არ არის ფარისებრი ჯირკვლის ცუდად

   დიფერენცირებული სიმსივნის შემთხვევაში ან მის უკანა ნაწილზე 

   ექსტრათიროიდული გავრცელებით დიფერენცირებულ სიმსივნეზე;

  • ლიმფური კვანძების მეტასტაზების გავრცელების დროს;
  • დიდი ფარისებრი ჯირკვლის (ჩიყვი) შემთხვევაში;
  • შეიძლება მოხდეს სუფთა ოპერაციის დამაინფიცირებლად გადაქცევა;
  • ნიკაპის ქვეშა ნერვის დაზიანება;
  • გაზები;

     როგორ ტარდება ამ სახის ოპერაცია ?

  • მოცემული ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიით;
  • 5 წუთის განმავლობაში, პაციენტის პირის ღრუ მუშავდება

   ქლოროჰექსიდინის ან პოვიდონ-იოდის ხსნარით;

  • 3 კვეთა კეთდება ქვედა ტუჩის ლორწოვან გარსზე;
  • სამედიცინო ლიტერატურის თანახმად, დამატებით

   ხორციელდება ნერვული მონიტორინგი იმისთვის, რომ

   გაიზარდოს ენდოსკოპური თიროიდექტომიის საიმედოობა

    რა არის ოპერაციის რისკები ?  პოსტ ოპერაციული რეაბილიტაცია და რეკომენდაციები

  • სტანდარტული კონვენციური თირეოიდექტომია მიეკუთვნება

   სუფთა ინფიცირებული ოპერაციების კლასს;

  • TOETVA  მეთოდით ოპერაცია, პირის ღრუს ფლორის ინფიცირების

   რისკების გამო, ასევე მიეკუთვნება სუფთა ინფიცირებული  

   ოპერაციების კლასს;

  • TOETVA მეთოდით ოპერაციების ჩატარების დროს,

   რეკომენდებულია ანტიბიოტიკური პროფილაქტიკა,

   გრამდადებითი ბაქტერიებისა და ანაერობული ორგანიზმების

   ჩართვით;

  • ზოგიერთ შემთხვევაში, ოპერაციის შემდეგ, რეკომენდებულია

   ანტიბიოტიკების მიღება 5-7 დღის განმავლობაში.

ოპერაციის შემდგომი გართულებები და კომპლიკაციები ?

  • TOETVA მეთოდის ისეთი გართულებები, როგორიცაა 

   ლარინგეალური ნერვის განმეორებითი დამბლა,

   ჰიპოპარათირეოზი, დამახასიათებელია   

   თიროიდექტომიისთვის.

პაციენტებს შესაძლოა აღენიშნოთ მცირე შეშუპება ყელის მიდამოში, ჰემატომა, ქვედა ტუჩის შეშუპება.

ამის გამოსწორება ხდება კონსერვატიული მკურნალობის მეშვეობით. ყველაფერი ალაგდება 24-48 საათში.

ზოგიერთ პაციენტს, 2-4 კვირის განმავლობაში,  შეიძლება აღენიშნოს მგრძნობელობის დაქვეითება ნიკაპის მიდამოში.

ოპერაციის შემდგომი პერიოდი როგორ ვითარდება?

  • პაციენტები მობილურები შეიძლება იყვნენ, ოპერაციიდან 4 საათის შემდეგ;
  • საღამოს, ოპერაციის შემდეგ, პაციენტს შეუძლია შხაპის მიღება;
  • ოპერაციიდან 5-7 დღის განმავლობაში, რეკომენდებულია ქლოროჰექსიდინის სავლები;
  • ოპერაციიდან მეშვიდე დღეს შესაძლებელია კბილების

  გაწმენდა.