News

Medipol

ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნები და მკურნალობის მეთოდები.

რა მეთოდით ხდება ფარისებრი ჯირკვლის კვანძების აღმოჩენა პაციენტებში? ფარისებრი ჯირკვლის კვანძები, საზოგადოების სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში, სხვადასხვანაირად ვლინდება. კლინიკურ პრაქტიკაში, ფარისებრი ჯირკვლის პალპაციისას (ხელით გასინჯვა) მისი ალბათობა 4-7% - ია, თუმცა მონაცემი მატულობს ასაკის მატებასთან ერთად. ულტრაბგერითი კვლევით გამოვლინების ალბათობა კი, 60% - მდეა.

რა მეთოდით ხდება ფარისებრი ჯირკვლის კვანძების აღმოჩენა პაციენტებში?

 

ფარისებრი ჯირკვლის კვანძები,  საზოგადოების სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში, სხვადასხვანაირად ვლინდება. კლინიკურ პრაქტიკაში, ფარისებრი ჯირკვლის პალპაციისას (ხელით გასინჯვა) მისი ალბათობა 4-7% - ია, თუმცა მონაცემი მატულობს ასაკის მატებასთან ერთად. ულტრაბგერითი კვლევით გამოვლინების ალბათობა კი, 60% - მდეა.

 

პაციენტის მიერ, ნერწყვის ყლაპვის დროს, გამოხატული ყელის კუნთების მოძრაობის დროს, ფარისებრი ჯირკვლის წანაზარდები არ მოძრაობენ, ამიტომ ფარისებრი ჯირკვლის კვანძების აღმოჩენა, როგორი ეტიოლოგიისაც არ უნდა იყვნენ ისინი, პალპაციით შესაძლებელია.

როგორ ხდება კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის გამოვლენა?

 

ცნობილია, რომ ფარისებრი ჯირკვლის კიბო, ქალებში უფრო ხშირად გვხვდება, მაგრამ ერთეული ანუ სოლიტარული კეთილთვისებიანი კვანძები მამაკაცებში რამდენჯერმე უფრო ხშირია. ამასთან,  კვანძის ავთვისებიანად გადაქცევის რისკი მამაკაცებში მეტია, ვიდრე ქალებში.

 

წლების განმავლობაში უცვლელ ზომებში დარჩენილი კვანძი, დიდი ალბათობით კეთილთვისებიანია. უცბად გაჩენილ კვანძზე თავდაპირველად ვფიქრობთ, რომ ის ფარისებრი ჯირკვლის კისტაა ან ადრე აღმოუჩენელ კვანძში, სისხლჩაქცევა მოხდა. თუ პაციენტი ჰორმონოთერაპიაზეა და მაინც მოხდა კვანძების ზომებში ზრდა, ეს საშიში სიმპტომია და განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

ტრაქეასა და მის მომიჯნავე ქსოვილებზე ფიქსირებული კვანძების ავთვისებიანობა, პრაქტიკაში უფრო ხშირად გვხვდება. ძალიან მაგარი კვანძი დიდწილად კიბოს ნიშანია, თუმცა ზოგჯერ კეთილთვისებიანი კვანძიც შეიძლება იყოს გამაგრებული.

მართალია, რბილი კვანძების უმეტესობა კეთილთვისებიანია, მაგრამ  ეს მოცემულობა ავთვისებიანი კვანძების არსებობას არ გამორიცხავს. თუ ფარისებრი ჯირკვლის კვანძებთან ერთად, საქმე გვაქვს ხმის იოგების დაზიანებასა და ე.წ. ხმის ჩახლეჩასთან,  მაშინ უფრო ხშირად დგინდება ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი. ასეთი ჩივილების მქონე პაციენტებში ათიდან ექვსს ავთვისებიანი კიბოს, ოთხს კი, კეთილთვისებიანი დაზიანების დიაგნოზი ესმება.

კვლევების შედეგად 4 სმ-ზე დიდი ზომის, მაგარი, ფიქსირებული, ერთი კვანძი, ხმის იოგების დაზიანებასთან ერთად, ავთვისებიანი სიმსივნისთვის დამახასიათებელი ჩვენებაა. ამავე დროს, მრავლობითი კვანძების არსებობის შემთხვევაში, ყელის (სერვიკალ) ავთვისებიანი ლიმფური კვანძების ალბათობაც დიდია.

FT3, FT4, TSH ტესტების შედეგად, შესაძლებელია თირეოტოქსიკოზის აღმოჩენა ან კვანძის ფუნქციის განსაზღვრა. ჰიპერთიროიდული მდგომარეობა უფრო ადენომაზე მიანიშნებს და ავთვისებიანი განვითარება ნაკლებად სავარაუდოა. Ca++ (კალციტონინის) ტესტით პარათიროიდის ფუნქციები მოწმდება, რადგან ფარისებრი ჯირკვლის კვანძების კიბოს შემთხვევაში, პროცესი, ხშირად, პარათიროიდის ჰიპერფუნქციის თანხლებით მიმდინარეობს. 

ფარისებრი ჯირკვლის კიბოთი დაავადებული პაციენტების უმეტესობას TSH ნორმის ფარგლებში აქვს. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის დადგენა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე იმის დადგენა, კეთილთვისებიანია თუ ავთვიასებიანია წანაზარდი. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მქონე პაციენტთა უმეტესობა ეუთიროიდულია. თუ ფარისებრი ჯირკვლის კვანძების მქონე პაციენტს TSH მომატებული აქვს, ეს ჰიპოთირეოზზე ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებაზე მეტყველებს.

 ფარისებრი ჯირკვლის კვლევისა და დიაგნოზირებისათვის რა პროცედურების ტარდება  ?   სიმსივნის აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობა

კლინიკურად, ყველა თიროტოქსიკურ პაციენტს და ეუთიროიდული პაციენტების ნაწილს, TSH ნორმის ფარგლებში აქვს. ამ პაციენტებისთვის თიროტოქსიკოზის დიაგნოზის დასაზუსტებლად აუცილებელია T4 და განსაკუთრებით, ადრეულ ეტაპზე T3 ტესტების ჩატარება. თიროტოქსიკური ადენომის გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა რადიაციული იოდით მკურნალობა ან ქირურგიული ჩარევა, ეუთიროიდული პაციენტების შემთხვევაში კი, საჭიროა გრძელვადიანი დაკვირვება მედიკამენტის მიღების გარეშე.

იმ ეუთიროიდული პაციენტებისთვის, ვინც არ მკურნალობს, ან არ არის ექიმის დაკვირვების ქვეშ, თიროტოქსიკოზის რისკის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი -  კვანძების ზომებია. მაგალითისთვის, 3 სმ. მეტი ზომის ადენომის თიროტოქსიკურად გადაქცევის რისკი 6 წელიწადში 20% -ია, მაშინ როცა 2,5 სმ. ნაკლები სიდიდის კვანძების თიროტოქსიკურად გადაქცევის რისკი 2-5% -ია. თუ TSH მაჩვენებელი დაბალია და სინტიგრაფიული ვიზუალიზაციით კვანძები ჰიპოაქტიურია, მაშინ საჭიროა ჩატარდეს პუნქციური ბიოფსია.

ფარისებრი ჯირკვლის კვლევაში ულტრასონოგრაფია (USG) ოქროს სტანდარტია. ის ძალიან მნიშვნელოვანია კვანძების ზომების დასადგენად. ამ ვიზუალიზაციით შესაძლებელია 3 მმ. ზომის კვანძების გარჩევაც კი.  ულტრასონოგრაფია კვანძის ბუნებას 90% სიზუსტით აჩვენებს. განსაკუთრებით, მის შიდა სტრუქტურას, ექოგენურ წარმოშობას, კალციფიკაციის (კალციუმის მარილების დაგროვება) დონეს, განსაზღვრავს ლიმფურ ჯირკვლების მდგომარეობას. ულტრასონოგრაფიას დიდი დატვირთვა აქვს ბიოფსიისა და მედიკამენტური მკურნალობის შემდეგ, კვანძების ზომების კონტროლისთვის, პაციენტის ანემნეზის შექმნისთვის, ფეხმძიმეებში ფარისებრი ჯირკვლის კვანძებზე დაკვირვებისთვის და ა.შ.

ფარისებრი ჯირკვლის კვანძების თვისობრიობის გამოკვლევის ყველაზე ეფექტური და გავრცელებული მეთოდია - ბიოფსია. ეს ტესტი ავლენს ქსოვილის ციტოლოგიურ ბუნებას. ტესტის წარმატებულობა დიდწილად დამოკიდებულია ბიოფსიის განმახორციელებელ სპეციალისტ ექიმსა და ციტოპათოლოგის გამოცდილებაზე. გამოცდილი სპეციალისტების მიერ, წარმატებით ჩატარებული ბიოფსიის ალბათობა 95% -ია. ადენომის კიბოსგან განსხვავებისთვის, ზოგ შემთხვევაში, ტესტის სუსტი მხარე ფოლეკულების არასაკმარისი რაოდენობაა. კარცინომის დიაგნოზის დასმისათვის, აუცილებელია დაფიქსირდეს კაფსულური და ვასკულარული ინვაზია.

ფარისებრი ჯირკვლის კვანძების მკურნალობის დროს რა შემთხვევაში ხდება ქირურგიული ჩარევა?

ფარისებრი ჯირკვლის კვანძების მკურნალობისას, ქირურგიული ჩარევა აუცილებელი ხდება 3 კონკრეტული ჩვენების დროს:

  1. ბიოფსიის შედეგად გამოვლენილი საეჭვო ან ავთვისებიანი წანაზარდის შემთხვევაში;
  2. ზეწოლის სიმპტომების დროს;
  3. კოსმეტიკური დეფორმაციის დროს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საოპერაციო ჩვენებების განხილვის დროს, საყურადღებოა კვანძის ზრდის ფაქტორი.

  1. თუ კვანძის დიამეტრი ზრდადია, კეთილთვისებიანი ბუნებისაც რომ იყოს, ქირურგიული ოპერაცია გარდაუვალია;
  2. მკერდის ძვლის ქვეშა განვითარების დროს.

ასეთი ტიპის კვანძებზე ბიოფსიის შესაძლებლობის არქონის გამო, ავთვისებიანი სიმსივნე შეუმჩნევლი რომ არ დარჩეს, ქირურგიული ოპერაციაა რეკომენდებული;

კისტურ (ცისტურ) კვანძებში ავთვისებიანი სიმსივნის რისკი 2-25 %-ია და ქირურგიული ჩარევა საჭიროა ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში:

ა). ბიოფსიით დადგენილი ავთვისებიანი წანაზარდის არსებობისას;

ბ). ასპირაციის შემდეგ ნარჩენი კვანძების აღმოჩენისას;

გ). მინიმუმ 2 ასპირაციის შემდეგ, კვლავ განმეორების დროს;

დ). ულტრასონოგრაფიით დაფიქსირებული, კვანძების ლოკალური ინვაზიის შემთხვევაში.

 

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მატების ანუ ჰიპერთირეოზის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ბაზედოვ გრეივსის დაავადება იყოს. ასეთ შემთხვევაში, ვითარდება კვანძების 5% -ით ზრდა და  დაახლოებით, მათი 20%  ავთვისებიანია. ამგვარი კვანძების აღმოჩენისთვის უპირველესად, ბიოფსიაა საჭირო, შემდეგ კი, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს ქირურგიული ჩარევა.

 

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების ანუ ჰიპოთირეოზის გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა ჰაშიმოტოს დაავადება გახდეს. ასეთ შემთხვევაშიც, კვანძების ბუნების დასადგენად და მისი ავთვისებიანობის გამოსარიცხად, ბიოფსიის კვლევის ჩატარებაა საჭირო.