News

Medipol

რა არის All-on-Four იმპლანტის კონცეფცია?

All-on-four იმპლანტის კონცეფცია არის სრული ადენტიის (კბილების საერთოდ არ არსებობა) ან ამოღების შემდეგ, უკბილოდ დარჩენილი ყბისთვის, მის წინა მხარეს, ორი სწორი და უკანა მხარეს, ორი დახრილი იმპლანტის დამაგრების მეთოდი, რაც ფიქსირებული მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა.

რა არის All-on-Four იმპლანტის კონცეფცია?

All-on-four იმპლანტის კონცეფცია არის სრული ადენტიის (კბილების საერთოდ არ არსებობა) ან ამოღების შემდეგ, უკბილოდ დარჩენილი ყბისთვის, მის წინა მხარეს, ორი სწორი და უკანა მხარეს, ორი დახრილი იმპლანტის დამაგრების მეთოდი, რაც ფიქსირებული მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა.

იმპლანტი, შესაძლებელია დამაგრდეს როგორც ქვედა, ისე ზედა ყბაზე.

პროტეზის დამაგრება იმავე დღესაა შესაძლებელი.

რა არის Zigoma იმპლანტები
(ყვრიმალის ძვლის იმპლანტები) ?

Zigoma იმპლანტები  გამოიყენება უბედური შემთხვევის, პათოლოგიის (კისტა, სიმსივნე და ა.შ.) ან ადრეულ ასაკში კბილების ამოღების შედეგად, ატროფირებული ზედა ყბის ძვლების მქონე პაციენტებში. 

თუ ყბის წინა ნაწილში, ძვლის საკმარისი მოცულობაა, მაშინ მარჯვენა და მარცხენა მხარეს, ორი ყვრიმალის ძვლის იმპლანტისა და წინა მხარეს, დენტალური იმპლანტების გამოყენებით, ხდება ფუნქციისა და ესთეტიკის აღდგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მარჯვენა და მარცხენა ნაწილში, ოთხი ყვრიმალის ძვლის  იმპლანტის გამოყენებით, ხდება მკურნალობის ჩატარება.

 

რას ნიშნავს თეძოს ტრანსპლანტანტი?

ძალიან ატროფირებული ყბის ძვლების მქონე პაციენტებისთვის, გამოიყენება თეძოს ძვლიდან ტრანსპლანტაცია.

თეძოდან ტრანსპლანტაცია ნიშნავს, პაციენტის თეძოს ძვლის ნაწილის აღებას და არასაკმარისი ძვლის უბანზე მის გადანერგვას.

გადანერგილი ძვლის ნაწილის, ყბის ძვლებთან შეთავსებადობა ძირითადად, 6 თვის განმავლობაში ხდება.

ამ პერიოდის განმავლობაში, პაციენტი მხოლოდ არამყარი პროდუქტებით უნდა იკვებებოდეს და ამ უბანს უნდა მოარიდოს ზედმეტი დარტყმები.

 

  • ოპერაციის შემდეგ, ძირითადად, ადგილი აქვს ტკივილებს, რომლებიც კონტროლდებიან ანალგეტიკებით (ტკივილგამაყუჩებლები).
  • ოპერაციის პირველ დღეს, ამ უბნის კუნთები, სიარულის დროს, ცოტა დაწოლას განიცდიან, თუმცა შემდეგ დღეებში, ყველაფერი ნორმას უბრუნდება.
  • რა არის პირის ღრუს სიმსივნეების სიმპტომები?
  • დიდხანს გაგრძელებული, შემაწუხებელი პირის ღრუს დაზიანებები
  • ლოყის შეშუპება ან ჩირქგროვის წარმოქმნა, წითელი ლორწოვანი გარსისა ან თეთრი ფერის ნადების არსებობა
  • ყელის შეშუპება ორ კვირაზე მეტ ხანს
  • დიდხანს გაგრძელებული ხმის ჩახლეჩა და ნერწყვის გადაყლაპვის გაძნელება
  • რამდენიმე დღე გაგრძელებული სპონტანური სისხლდენები

მედიპოლ მეგას საუნივერსიტეტო საავადმყოფოთა ქსელის ყბა სახის ქირურგიის კლინიკაშუ     როგორ ხდება პირის ღრუს სიმსივნეების     მკურნალობა ?

მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა, კიბოს სახეობის გამოვლენა და ამის შემდეგ, სპეციალურად  პაციენტისთვის შერჩეული მკურნალობა

ყველაზე ეფექტურ მეთოდად ითვლება ქსოვილის ქირურგიული გზით მოცილება და კიბოს ტიპის მიხედვით, რადიოთერაპიის გამოყენება. ამისთვის, პაციენტის მულტიდისციპლინარული მიდგომით მკურნალობაა საჭირო.

პაციენტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია: ექიმების ერთმანეთთან კომუნიკაცია, საქმის ზედმიწევნით ცოდნა და ერთობლივი მკურნალობის გეგმის შემუშავება.

ოპერაცია დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, ისეთებზე, როგორიცაა: კიბოს ტიპი, მეტასტაზების მოცულობა, მისი მდებარეობა და დიაგნოსტირების დრო.

ადგილობრივი ანესთეზიით ნახევარ საათში დამთავრებული, რადიკალური ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, დგება ხანგრძლივი დროით დაკვირვების პერიოდი. ამ პერიოდში, შესაძლოა ქიმიოთერაპიაც გახდეს საჭირო.

გამოუვალი მდგომარეობის დროს, იძულებით, დგება პაციენტისთვის პალიატიური მზრუნველობის საკითხი.

  ოპერაციის შემდგომი მოსალოდნელი გართულებები რა არის?

  • ტკივილი
  • დროებით სახის ნერვის დამბლა
  • სისხლდენა
  • სისხლჩაქცევები
  • პირის გაღების გაძნელება