News

Medipol

ძუძუს კიბო მხოლოდ ქალებს არ ემუქრებათ

ძუძუს კიბო, ჩვენს დროში, არა მხოლოდ ქალების, არამედ ყველა ჩვენთაგანისთვის საშიში დაავადებაა. სარძევე ჯირკვლების კიბო 1-2 % მამაკაცებშიც გვხვდება. მიუხედავად მცირერიცხოვანი რაოდენობისა, სამწუხაროდ, მამაკაცები ექიმს გაცილებით გვიან მიმართავენ და მკურნალობასაც დაგვიანებულ ეტაპზე იწყებენ. სწორედ ამიტომაც, მათთან დაავადება უფრო აგრესიულად მიმდინარეობს. მამაკაცებში ძუძუს კიბოს რისკების შესახებ მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო კლინიკის ზოგად და მამოლოგ ქირურგს , მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატს, ფელინ ბასიმს ვესაუბრეთ.

 

„დაწვრილებითი ცნობებისა და შეკითხვებისთვის, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 595 77 90 44“

ძუძუს კიბოს რისკ ფაქტორები პუნქტობრივად ასე გამოიყურება:

  1. გინეკომასტია (მამაკაცებში მკერდის უკონტროლო ზრდა);
  2. სიგარეტისა და ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება;
  3. მკერდის არეში ადრე მიღებული რადიოთერაპია (ლინფომის, ღვიძლის

კიბოს მკურნალობა და ა.შ.);

  1. ჰორმონის ჩანაცვლებისთვის მცენარეული პრეპარატების გამოყენება;
  2. წონაში დაკლების მიზნით, მცენარეული პრეპარატების გამოყენება

 

მკერდის ქსოვილის მქონე ყველა ადამიანი რისკების მატარებელია. განსაკუთრებით კი, ჭარბი წონა, მკერდის არეში, ახალგაზრდა ასაკში, სხვადასხვა მიზეზით რადიაციის დასხივება, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის, სიგარეტის, ზედმეტი შაქრის მოხმარება, გინეკომასტია (მკერდის არანორმალური ზრდა) და ახალგზრდა ასაკში ჰორმონების გამოყენება, ამ რისკებს ზრდის. ამდენად, რისკ ფაქტორების მატარებელი მამაკაცებიც, მინიმუმ, ქალი პაციენტებივით,  ინფორმირებულები უნდა იყვნენ და ყურადღებით მოეკიდონ ამ თემას.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციებში, მამაკაცებისთვის, არ არის მომზადებული კონტროლისა და სკრინინგის პროგრამები. ამ შემთხვევაში, ჩვენ დაბეჯითებით ვურჩევთ დაუყოვნებლივ ყველას, მიმართონ გულ-მკერდის ქირურგს, რაიმე ანომალიის შემჩნევის შემთხვევაში (მკერდის გადიდება, შეშუპება, სიმაგრე, კანზე ფერისა და ფორმის ცვლილება და ა.შ.)

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ სქესი არ განსაზღვრავს ძუძუს კიბოს რისკებს. მამაკაცებიც შეიძლება იყვენენ რისკის ჯგუფში და ამიტომაც, მათაც უნდა ისწავლონ თვითდაკვირვება, ისევე, როგორც ამას ქალები აკეთებენ.  მამაკაცებშიც ყოველთვის არსებობდა ძუძუს კიბო, მაგრამ ეს არ იყო ცნობილი, რადგან არავის მოსდიოდა ეს აზრად. მკერდის არეში შემჩნეული სიმაგრის გამო, აუცილებელია ექიმითან კონსულტაცია. მამაკაცებში, ისევე როგორც ქალებში, იღლიის ფოსოში წანაზარდი მასის არსებობა, შესაძლოა, ძუძუს კიბოს მაცნე  იყოს.

რეიტინგების შესახებ:

მსოფლიოში ძუძუს კიბოთი ავადობა მამაკაცებში 1% დან 2% მდე გაიზარდა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დაავადებულ მამაკაცთა უმეტესობა შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან არიან.

ძუძუს კიბოს 8 სიმპტომი

რასაკვირველია, ძუძუს ყველა დაავადება არ არის კიბო და პაციენტთა უმეტესობა საავადმყოფოს კორიდორებს შიშისგან გათავისუფლებული ტოვებს. თუმცა, წლიური რეგულარული კონტროლის გარეშე დარჩენილებმა, გულ-მკერდის ქირურგს უნდა მიმართონ ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში:

  1. ძუძუზე შემჩნეული ყველა სახის ზედმეტი წანაზარდის გამო, თუნდაც ის არც  დიდ იყოს და არც მტკივნეული;
  2. ძუძუს თავების შიგნით ჩაბრუნების დროს;
  3. ძუძუზე კანის აქერცვლის ან ფერის შეცვლის დროს;
  4. ძუძუსთავებიდან სისხლიანი გამონადენის დროს ;
  5. ძუძუებს შორის ზომებში განსხვავების შემჩნევის დროს (ქალებისთვის);
  6. იღლიის ფოსოში ხელით შესამჩნევი წანაზარდი მასის აღმოჩენის დროს

 

ძუძუს კიბოს ინდივიდუალური მკურნალობა

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, ძუძუს კიბო სერიოზულად პროგრესირებს. ჩვენც, შესაბამისად, მკურნალობის ინდივიდუალურ მეთოდებზე გადავედით. ვიცით, რომ თითოეული პაციენტის დაავადება უნიკალურია ყველა კერძო შემთხვევაში და მკურნალობის მეთოდებიც, რომლებიც სიმსივნის ბიოლოგიის მიხედვით ენიშნება პაციენტს, შესაძლებელია განსხვავებული იყოს თითოეული პაციენტისთვის. ჩვენი მიდგომაა,  „უპირველესად დაავადება არა, უპირველესად პაციენტი!“ მკურნალობის დანიშვნის დროს მხედველობაში ვიღებთ პაციენტის ასაკს, სიმსივნის სახეობას  და გავრცელების არეალს, იღლიის ფოსოში მასის არსებობა-არარსებობას და რა თქმა უნდა, შესაძლებლობის ფარგლებში, პაციენტის შინაგან მოლოდინებს. ყველა ესენი მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია. სწორედ, ამ ყველაფერს ვითვალისწინებთ „ძუძუს კიბოს კონსილიუმზე“, რომელიც რეგულარულად, ყოველ კვირას მედიპოლ მეგას საუნივერსიტეტო საავადმყოფოთა ქსელში იმართება. მასში მონაწილეობას იღებენ ექიმები, რომლებიც დაავადების მკურნალობაში აქტიურ როლს თამაშობენ. ესენი არიან მამოლოგი ქირურგი, სამედიცინო ონკოლოგიის ექიმი, რადიაციული ონკოლოგიის ექიმი, ბირთვული მედიცინის ექიმი, პათოლოგ-ანატომი და რადიოლოგიის ექიმი. ეს ჯგუფი სათითაოდ განიხილავს ყველა პაციენტის მდგომარეობას და მკურნალობის მეთოდების შესახებ, საერთო გადაწყვეტილებას იღებს. მნიშვნელოვანია ერთი მომენტი -  დროთა განმავლობაში, დაავადება სულ უფრო „ახალგაზრდავდება“ და ახალგაზრდა ასაკში, ორგანოს დაკარგვის გამო, პაციენტის ფსიქიკა ნაკლებად რომ დავაზიანოთ,  ძუძუს შენარჩუნების მეთოდებს ვიყენებთ, მაგრამ როდესაც დაავადება ამის საშუალებას არ გვიტოვებს, მაშინ პლასტიკურ ქირურგთან ერთად, გუნდური  მუშაობით, ერთდროულად, ძუძუს რეკონსტრუქციასაც ვახორციელებთ.

 

ყურადღება მივაქცოით კვებას!

სიმსივნური პაციენტები ხშირად კითხულობენ კვების შესახებ. სინამდვილეში არც ისე ბევრი მაგიური ფორმულაა, რომლების მოცემაც შეგვიძლია, გარდა ჯანსაღი კვებისა. თუმცა, მამოლოგ ქირურგთა გუნდის სახელით, ძუძუს კიბოთი დაავადებულ პაციენტებს მინდა ვურჩიო, შაქრის მინიმალური მოხმარება. იმისათვის, რომ მკურნალობის პერიოდში, აღმოვფხვრათ წონაში მატება, რეკომენდაციას ვუწევთ ბალანსირებულ კვებას ისე, რომ ნახშირწყლების მოხმარება არ აჭარბებდეს მთელი რაციონის 35%-ს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პაციენტებმა მიიღონ პრობიოტიკების შემცველი პროდუქტები, ისეთები როგორიცაა კეფირი, იოგურტი, რძე, და იზრუნონ იმუნური სისტემის გაძლიერაბაზე. ეს საშუალებას მოგვცემს, მკურნალობის პერიოდში, თავიდან ავიცილოთ დაინფიცირების რისკები. მიუხედავად ზემოთ თქმულისა, მინდა აღვნიშნო რომ არ არსებობს სასწაულმოქმედი დიეტა და საკვები. მხოლოდ ჯანსაღი კვების პროტოკოლია მისაღები.

 

„დაწვრილებითი ცნობებისა და შეკითხვებისთვის, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 595 77 90 44“